„პუტინის კლასიკური ნაბიჯი“ – თეთრი სახლი უკრაინაზე რუსეთის მასობრივ თავდასხმას ეხმაურება

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

თეთრი სახლი უკრაინაზე რუსეთის მასობრივ თავდასხმას ეხმაურება და მას პუტინის კლასიკურ ნაბიჯს უწოდებს.

„შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის დახმარებას საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის საჰაერო იერიში მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ვინაიდან მალე აცივდება და უკრაინის მოსახლეობას სითბო დასჭირდება.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაში საჰაერო თავდასხმის 236 იარაღი გამოიყენა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების 102 რაკეტა და 99 დრონი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები