უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 47 პირი

26 აგვისტოს უკრაინაზე რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 47 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„სულ, უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი [მათგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა] და 47 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი, რომლებიც 2014, 2017 და 2024 წლებში დაიბადნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აღნიშნეს, მასობრივი თავდასხმის შემდეგ სამუშაოები ყველა ობიექტზე დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები