“მთავარია ღირებულებების დაცვა, სამართლებრივი შეფასების მიცემა იმ პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფებისთვის, ვინც მხილებულია ქვეყნის ღალატში” – რატი იონათამიშვილი
“მთავარი არის ღირებულებების დაცვა, მშვიდობის უზრუნველყოფა, ასევე, სამართლებრივი შეფასების მიცემა იმ პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფებისთვის, ვინც მხილებულია ქვეყნის ღალატში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ეს ყველაფერი შექმნის საუკეთესო გარანტიებს იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებას, უკეთეს ხვალინდელ დღეს და მშვიდობის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფას საფრთხე აღარასდროს დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში”, – განმარტა დეპუტატმა.