“ჩვენი უმთავრესი გზავნილებია მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება, რაზეც მთელი ისტორიის განმავლობაში იდგა საქართველო” – მაჭარაშვილი
„ჩვენი გზავნილები ყოველთვის იყო მორგებული საქართველოს და საზოგადოების ინტერესებზე”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი გზავნილებია მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება, რაზეც მთელი ისტორიის განმავლობაში იდგა საქართველო. საკონსტიტუციო უმრავლესობა ბევრი რამისთვისაა საჭირო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაკანონოთ, რომ ქვეყანაში ვეღარავინ შეძლოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება და პარტნიორების მხრიდან შვილად აყვანა. საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა მათ შორის ისეთი სისტემის შექმნისთვის, რომელიც ქვეყანას მშვიდობას მოუტანს და ვეღარასოდეს ვეღარავინ შეეხება, რომ მეორე ფრონტი იყოს ან გაუკუღმართებული ცხოვრება ვინმემ დააკანონოს. ასევე უმთავრესია „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გაუქმება და ეს ვერ მოხდება, თუ არ მოხდა გასამართლება, შესაბამისი პროცედურები. გასამართლება სამართლებრივი თვალსაზრისით და არც პოლიტიკურად ძნელი არ იქნება, რადგან უამრავი მტკიცებულება არსებობს ამ სისტემის დანაშაულებთან დაკავშირებით. არა მარტო ქართული მართლმსაჯულების, არამედ სტრასბურგის სასამართლოს სულ რამდენიმე მაგალითია საჭირო, მათ შორის ოჩიგავა – საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ იყო. საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეებში შექმნილი იყო წამების ინსტიტუტი”, – აღნიშნავს დეპუტატი.