კომპლექსური ფოლკლორული ექსპედიცია სამეგრელოში დასრულდა

სამეგრელოს კომპლექსური ფოლკლორული ექსპედიცია დასრულდა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოდან, 25 აგვისტოს ჩათვლით, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა საექსპედიციო, საველე-კვლევითი სამუშაოები.
„სამუშაოებში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელ ეთერ თათარაიძესთან და სალოტბარო სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელ ლიკა ლიპარტელიანთან ერთად, ჩაერთნენ ხონის, სამტრედიის, კასპის, ზუგდიდის, ფოთის, ქარელის, თელავის, ზესტაფონის, გორის, წალენჯიხისა და საჩხერის სალოტბარო სკოლების უფროსკლასელები (სულ 12 მოსწავლე).
ასევე ექსპედიციაში ჩაერთო მოწვეული სპეციალისტი ნანა აბულაძე. მოსწავლეები შეირჩნენ მათი პედაგოგების რეკომენდაციით, მოზარდთა სურვილის, ინტერესებისა და მისწრაფებათა გათვალისწინებით.
სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ეს პირველი ექსპედიციაა, სადაც ახალგაზრდებმა პირადად გაიცნეს ეთნოფორები, უშუალოდ ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, გამოიმუშავეს საველე-კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევები, მიიღეს, გაიღრმავეს თეორიულ და პრაქტიკული ცოდნა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ექსპედიციის ფოტო, აუდიო და ვიდეოფიქსაცია. აღნიშნული მასალა განთავსდება ფოლკლორის ცენტრის არქივში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები