ანსამბლ „ლიახვის“ ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე გარდაიცვალა
ანსამბლ „ლიახვის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი და ქორმეისტერი დავით ელბაქიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გვერდი „ცხინვალი Tskhinvali Цхинвали“ ავრცელებს.
„გარდაიცვალა ყველა ცხინვალელისთვის ძვირფასი ადამიანი, თხემით ტერფამდე ცხინვალელი, ანსამბლ „ლიახვის” ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე.
უფალმა აცხონოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2007 წელს ჩამოყალიბდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ნართები”, სადაც ანსამბლმა „ლიახვმა”, რომელიც იძულებული იყო, დაეტოვებინა ცხინვალი, გააგრძელა მოღვაწეობა დავით ელბაქიძის ხელმძღვანელობით, კონცერტმეისტერ მანანა ელბაქიძესთან ერთად, როგორც ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა.
დავით ელბაქიძემ აღადგინა და გადაამუშავა ლილვაკებზე ჩაწერილი ოსური და ქართული უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები. დავით ელბაქიძე აგრძელებდა მოღვაწეობას არაერთი საინტერესო ნიმუშის კვლევისა და აღდგენის მიმართულებით.