მეცნიერებმა 248 მილიონი წლის წინანდელი იხტიოზავრი აღმოაჩინეს
ჩინელმა მეცნიერებმა 248 მილიონი წლის წინანდელი რეფტილია იხტიოზავრი აღმოაჩინეს, კონკრეტულად კი – მშობიარე იხტიოზავრის ჩონჩხი, ორი დაბადებული იხტიოზავრი და ერთიც უკვე ემბრიონი. ეს უნიკალური აღმოჩენა ყველაზე ძველია ამ ტიპის აღმოჩენებს შორის. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იხტიოზავრები არა წყალში, როგორც მანამდე იყო ცნობილი, არამედ მიწაზე მშობიარობდნენ. მაგრამ, მეცნიერების თქმით, ეს პროცესი ჯერ კიდევ შესწავლას საჭიროებს.