ბაიდენმა ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განუცხადა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინელ კოლეგას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განუცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ზელენსკისთან საუბრისას მან უკრაინელი ხალხის მიმართ ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ უკრაინა თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩება.

მანვე დასძინა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გაავრცელებს.

„პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; დრონის აღჭურვილობა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ფრონტის ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალა და მობილური სარაკეტო სისტემები“, – განაცხადა ბაიდენმა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო დახმარების ღირებულება 125 მილიონი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები