რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო, აშშ-მა 100-ზე მეტ კომპანიასა და ინდივიდუალურ პირს სანქციები დაუწესა

რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო, აშშ-მა 100-ზე მეტ კომპანიასა და ინდივიდუალურ პირს ახალი სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროს.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ჩინეთის, შვეიცარიის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები