ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა თუშეთში მცირე ბიბლიოთეკა და სამკითხველო გახსნეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიის განყოფილების უფროსი ბექა ღაჟონია თუშეთს ესტუმრნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ისინი ვიზიტორთა ცენტრის ხელმძღვანელს, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტ გიორგი ბაკურაძეს შეხვდნენ და ვიზიტორთა ცენტრში მცირე ბიბლიოთეკა და სამკითხველო გახსნეს.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სოფელ ილიურთას ტაძარში დაცული უნიკალური მასალები გააციფრეს.
სოფლის თემთან მოლაპარაკების შედეგად ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციის ლაბორატორია რესტავრაციას ჩაუტარებს დაბადებისა და ქორწინების წიგნს და სოფელს დაუბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები