ფრანკფურტში რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გერმანიაში, ფრანკფურტის რკინიგზის სადგურზე, 27 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი 54 წლის მამაკაცია და ის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები