ვოლგოგრადის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, სამხედრო ობიექტში ხანძარი გაჩნდა

უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ვოლგოგრადის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი ავრცელებს.

“რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა მოიგერიეს, მარინოვკას რეგიონში, თვითმფრინავების უმეტესობა განადგურდა“, – ნათქვამია რეგიონის გუბერნატორის განცხადებაში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლგოგრადის აეროპორტის ცნობით, ფრენები გადაიდო. რეგიონში საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები