სიცილიაში ჩაძირული იახტის ადგილას, მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სიცილიის სანაპიროსთან, ბრიტანული იახტის ჩაძირვის ადგილას, მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

50-მეტრიანი მცურავი იახტა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ორშაბათს დილით პორტიჩელოს სანაპიროსთან ჩაიძირა.

ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 15 კი უვნებლად გადარჩა. იახტის ჩაძირვის მიზეზად ტორნადო სახელდება.

როგორც სიცილიის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა განაცხადა, იახტა „არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები