ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთერთმეტე სეზონს აღნიშნავს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთერთმეტე სეზონს აღნიშნავს.
საქართველოს კულტურისა და სპორტისა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად ბათუმში გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის ფესტივალი მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მუსიკოსებს უმასპინძლებს.
წელს პირველად – ფონდი „ლირა“ ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის,  ნორჩ მევიოლინეებს კი შესთავაზებს მასტერკლასებს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკოს უცვლელი პატრონაჟითა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.
დაარსების დღიდან ფესტივალი ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს; მისი მისიაა ქვეყნის საერთაშორისოდ წარმოჩენა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: https://batumimusicfest.ge/;
https://www.facebook.com/batumimusicfest.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები