რაისის გარდაცვალების საქმეზე ირანის სპეცსამსახურებმა 30 ათასი ადამიანი დაკითხეს
ირანის სადაზვერვო სამსახურებმა ექსპრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების საქმეზე 30 ათასი ადამიანი დაკითხეს, – ამის შესახებ ირანული სააგენტო Fars ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნაში ადამიანური ხელი არ ურევია.
„ამ ინციდენტის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურებმა [დაკითხეს] დაახლოებით 30 ათასი ადამიანი, ამ გამოძიების შედეგები მიუთითებს ვერტმფრენის ჩამოვარდნაში ადამიანური ფაქტორის არარსებობაზე“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ.
ცნობისთვის, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, 19 მაისს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ვერზეგანის რეგიონში ჩამოვარდა. 20 მაისს, დილით, ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურმა ავიაკატასტროფაში პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას დაადასტურა.