მოდი კიევში ვიზიტისას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებს განიხილავს

კიევში ვიზიტისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას ვგეგმავ,- ამის შესახებ ნათქვამია ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებაში.

23 აგვისტოს მოდის კიევში ვიზიტია დაგეგმილი. ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.

„მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, გავაზიარო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივები. როგორც მეგობრები და პარტნიორები, ჩვენ ვიმედოვნებთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია მოდის განცხადებაში.

ცნობისთვის, მოდი 8-9 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა. ამას აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა, რადგან მისი ვიზიტი მოსკოვში რუსეთის ძალების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას დაემთხვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები