ისრაელმა ლიბანში პალესტინის მოძრაობა “ფათაჰის” უფროსი მეთაური მოკლა

ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ სიდონში დაღუპული ხალილ მაკდაჰი პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძმები მაკდაჰები დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტებს იარაღსა და ფულს აწვდიდნენ და წლების განმავლობაში „ჰეზბოლასთან“ და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან თანამშრომლობდნენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პალესტინელი ხალხის მხარდაჭერაში ღაზას ომის დროს მაკდაჰს ცენტრალური როლი აქვს.

„ფატაჰის“ ცენტრალური კომიტეტის წევრის, ტოფიქ ტირავის განცხადებით, მაკდაჰის მკვლელობით ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება სურს.

„ფატაჰის“ ოფიციალური პირის მკვლელობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღება სურს“, – განაცხადა ტირავიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები