ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ღაზაში საზავო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა

შეთანხმება ღაზაში ბრძოლების დასასრულის შესახებ კრახის ზღვარზეა და არ არსებობს სხვა მკაფიო ალტერნატიული შეთანხმება, რომელიც მის ნაცვლად შეიძლება დაიდოს, – ამის შესახებ გამოცემა POLITICO ისრაელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება.

მაღალჩინოსნების თქმით, ბოლო შეთავაზებული ზავი, რომლის შემუშავებაზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ, ისრაელი, ეგვიპტე და კატარი მუშაობდნენ, დღემდე შემუშავებულ შეთავაზებებს შორის ყველაზე მტკიცეა, რადგან ის მოიცავს პირობებს, რომლებიც ჰამასის და ისრაელის მოთხოვნებზეა მორგებული.

ისრაელმა შეთანხმებას ხელი მოაწერა, მაგრამ “ჰამასი” საჯაროდ აცხადებს, რომ შეთანხმებას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები