დასავლეთ ბოსნიაში, სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ბოსნიის ქალაქ სანსკი მოსტის საშუალო სკოლის სამი თანამშრომელი კოლეგამ მოკლა,- ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსროლელმა სკოლის დეკანი, მდივანი და მასწავლებელი მოკლა, შემდეგ თავის მოკვლა სცადა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა”,- აცხადებენ პოლიციაში.

CNN-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დანაშაული დამლაგებელმა ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა.

ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები