სომხეთში “დასავლეთ ნილოსის” ცხელების 58 შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი, სტეპან ატოიანი ავრცელებს.
„41 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ატოიანმა და დასძინა, რომ ყველა პაციენტი არაგაწოტნის რაიონიდანაა.
ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის ოლქები მოიაზრება.
ინფორმაციისთვის, ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.