ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული სტრატეგიული ანგარიშით შეშფოთებულია

ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია ცნობით, რომლის თანახმადაც, აშშ-მა დაამტკიცა ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ჩინეთის მიერ ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზე,-  ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

“აშშ ავრცელებს ჩინეთის ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს, ამით ეძებს საბაბს სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა.

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მარტში გასაიდუმლოებული ბირთვული სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ორიენტირებულია ჩინეთის სწრაფად მზარდ არსენალზე და ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული გამოწვევებისთვის აშშ-ის მომზადებას ითვალისწინებს.

“ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული შესაბამისი ცნობებით და ფაქტებმა სრულად დაადასტურა, რომ აშშ ბოლო წლებში მუდმივად აღვივებს ე.წ. ჩინეთის ბირთვული საფრთხის თეორიას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ წელს დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიმე ქვეყანაზე ან საფრთხეზე პასუხი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები