ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა – სპეციალისტები ადგილობრივ 43 პირს აკვირდებიან

ტაილანდმა ევროპელი მოგზაურის ახალი, mpox- ის (მაიმუნის ყვავილი) უფრო საშიში შტამის პირველი შემთხვევა გამოავლინა.

პაციენტი 66 წლის მამაკაცია, რომელიც აფრიკის ქვეყნიდან 14 აგვისტოს ჩავიდა. სავარაუდოა, რომ ის “Clade 1”-ის შტამით დაინფიცირდა, რომელიც უფრო მომაკვდინებელი და გადამდებია.

“მას შემდეგ, რაც ის ტაილანდში ჩავიდა, მამაკაცს სხვა ადამიანებთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდა. მან მეორე დღესვე სამედიცინო დახმარებას მიმართა”,- განუცხადა “როიტერსს” დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ხელისუფლება 43 პირს აკონტროლებს, რომლებიც, შესაძლოა პაციენტთან კონტაქტში იყვნენ. ევროპელი მოგზაური კარანტინშია და შტამის დასადასტურებლად ლაბორატორიული ტესტები მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს აფრიკაში 17000-ზე მეტი შემთხვევა და 571 გარდაცვალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები