„აუცილებელია, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში” – მაჭარაშვილი
„აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკის განვითარების და ტრადიციების შენარჩუნების პოლიტიკა და ამის შემდგომ ჩვენზე იქნება პასუხისმგებლობა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი, გასამართლდეს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ეს არის აუცილებელი, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ საქართველოს გადასარჩენად, პირდაპირი გაგებით.
ჩვენ რასაც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.