The New York Times: ბაიდენმა ჩინეთის საფრთხეზე ფოკუსირებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგია დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის ახალი ბირთვული სტრატეგია რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული კონფრონტაციისთვის მოსამზადებლად დაამტკიცა,- ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

შეკავების პოლიტიკა ჩინეთის ბირთვული არსენალის სწრაფ ზრდას ითვალისწინებს, რომელიც კონკურენციას აშშ-ისა და რუსეთის მარაგების მოცულობას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გაუწევს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენმა განახლებული სტრატეგია მარტში დაამტკიცა, თუმცა, პოლიტიკის ცვლილების შესახებ შეტყობინება კონგრესს ჯერ არ მიუღია.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულმა პარტნიორობამ და კონვენციურმა იარაღმა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა და ირანი აწვდიან რუსეთს უკრაინაში ომისთვის, ძირეულად შეცვალა ვაშინგტონის აზროვნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები