რუსეთის ცესკომ კურსკის ოლქში მუნიციპალური არჩევნები გადადო
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კურსკის ოლქის შვიდ მუნიციპალიტეტში, ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლების გამო, დეპუტატების არჩევნები გადადო.
არჩევნები ასევე გადაიდო გლუშკოვსკის, კორენევსკის და სუჯანსკის ოლქებში, ასევე ქალაქ ლგოვში.
არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი ამომრჩეველთა უსაფრთხოების სრული გარანტიით განახლდება“, – ნათქვამია რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, უახლესი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად კურსკის რეგიონში 31 ადამიანი დაიღუპა და 143 დაშავდა.