“ალბათ, რომან გოცირიძესაც ეულად უკან დაბრუნება მოუწევს” – ოდიშარია

“ხატია დეკანოიძეს საკუთარ დედა პარტიაში დაბრუნება მოუწია, რადგან მას უთხრეს, რომ ცალკე არაფრის მაქნისია. ალბათ, გოცირიძესაც ეულად უკან დაბრუნება მოუწევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

“არ მგონია, „დიდი ფინანსისტი“ რომელიმე პარტიამ მიიღოს. ამ პოლიტიკოსების ბედი და ხვედრი ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“. არ ვიცი, მათ თავს ასეთი რა წყევლაა, მაგრამ ისევ „ნაცმოძრაობაში“ ჩაყარეს ის, ვინც მენტორებისა და ინსტრუქტორების დავალება ვერ შეასრულა, ამომრჩეველი ვერ მიიზიდა“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები