21 აგვისტო რადიშ თორდიას დაბადების დღეა

დღეს რადიშ თორდიას 88 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს.
რადიშ თორდია 1960-იან წლებში ქართულ ხელოვნებაში ჩამოყალიბებული კონცეპტუალურ-ენობრივი სტილის გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვარი ფერწერულ ნოვაციებზეა ორიენტირებული. მის მიერ შექმნილი რომანტიზებულ-მითოლოგიური სამყარო ღრმა ქვეტექსტებით არის დატვირთული.
რადიშ თორდიას შემოქმედება ხასიათდება ყოველდღიური სცენების განზოგადებით, ფერადოვანი და მგრძნობიარე სტრუქტურით, რაც ქმნის წარმავლობისა და მარადიულობის შეგრძნების გარდამავლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები