ირანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 პაკისტანელი მომლოცველი დაიღუპა
ირანში პაკისტანელი მომლოცველების ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 28 მგზავრი დაიღუპა,- ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია იუწყება.
მედიის ცნობით, შემთხვევა ღამით ირანის ცენტრალურ პროვინციაში, იაზდში მოხდა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავტოავარიის მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა გახდა.
ავტოკატასტროფის შედეგად 23 მგზავრი დაშავდა, რომელთაგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მომლოცველები ერაყში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის აღსანიშნავად, რელიგიურ დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ.