რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – “დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ-იორკი დავიკავეთ”
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ-იორკში (ყოფილი ნოვგოროდი) კონტროლი მოიპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
”ცენტრალური ჯგუფის ქვედანაყოფების აქტიური მოქმედების შედეგად, უკრაინის ჯარების დიდი ჯგუფი დამარცხდა და ტორეცკის აგლომერაციის ერთ-ერთი უდიდესი დასახლება და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ ბრძოლა ამ დასახლებაში ჯერ კიდევ გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები ამ დასახლების 20%-ს აკონტროლებენ, ხოლო რუსები წინსვლას მრავალრიცხოვანი სარეზერვო ძალების ხარჯზე ახერხებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე სიტუაცია რთულია.
სოფელი ნიუ-იორკი დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში მდებარეობს, რუსულმა ჯარებმა შეტევა ნიუ-იორკზე 2024 წლის ზაფხულში დაიწყეს .