“რამშტაინის” ფორმატის შემდეგი შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება
2024 წლის 6 სექტემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ძალების ბაზაზე გამართავს,- ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალები იტყობინება.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი აერთიანებს თავდაცვის მინისტრებს და თავდაცვის ხელმძღვანელებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის ნატოს 31 წევრის ჩათვლით.
ეს ჯგუფის 24-ე შეხვედრა იქნება მისი დაარსებიდან.
აღსანიშნავია, რომ რამშტაინის ფორმატში წინა შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა და მასზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზები განიხილეს.