პუტინმა კადიროვის დედას ყვავილების თაიგული აჩუქა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩეჩნეთში ვიზიტისას, რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის დედას არაფორმალურად შეხვდა და აიმან კადიროვას ყვავილების თაიგული გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პუტინი ყაბარდო-ბალყარეთს ეწვია და ჩეჩნეთში ჩავიდა.

ამასთან, კრემლის ლიდერი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ-ხაჯი კადიროვის საფლავს ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები