აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადი გააკეთა

აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი წარადგინა“, – განუცხადა AZERTAC-ს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხან ჰაჯიზადამ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკების ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 3 ივლისს, ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე იქნა მიღებული.

დეკლარაციის 4.5 პუნქტის თანახმად, აზერბაიჯანმა სურვილი გამოთქვა შეუერთდეს BRICS-ს. ჩინური მხარე მიესალმება აზერბაიჯანის მონაწილეობას BRICS-ში თანამშრომლობაში.

BRICS არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ირანს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს (UAE).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები