კურსკის ოლქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა

კურსკის ოლქში სარაკეტო საფრთხე კვლავ გამოცხადდა, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.

„კურსკის ოლქი: თუ სახლში ხართ, თავი უნდა შეაფაროთ ოთახებს ფანჯრების გარეშე, რომლებსაც მყარი კედლები აქვთ: დერეფანში, აბაზანაში, საკუჭნაოში. თუ გარეთ ხართ, შედით უახლოეს შენობაში ან შესაფერის თავშესაფარში“, – დაწერა სმირნოვმა Telegram-ზე.

აღსანიშნავია, რომ ეს დღეს უკვე მეცხრე სარაკეტო საფრთხეა, რომელიც კურსკის ოლქში გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები