„რუსეთი ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის მიზნებს მიაღწევს“ – პუტინი

რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში ისევე, როგორც მიაღწია თავის მიზნებს ტერორისტებთან ბრძოლაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასოციაციის „ბესლანის დედების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს მტრებს, რომლებიც ვახსენე, ისინი განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს. ეს ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ ვებრძოდით ტერორისტებს, დღეს ჩვენ გვიწევს ბრძოლა მათთან, ვინც დანაშაულს სჩადის კურსკის ოლქში, დონბასში, ნოვოროსიაში“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს და დამნაშავეებს დასჯის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები