უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: ომის დაწყების დღიდან, ქვეყანაში 9 600-ზე მეტი რუსული რაკეტა და 14 000-მდე დრონი გაუშვეს

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა უკრაინის წინააღმდეგ 9 600-ზე მეტი რაკეტა და თითქმის 14 000 თავდასხმის დრონი გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, მტერმა გამოიყენა 9 600-ზე მეტი რაკეტა და თითქმის 14 000 თავდასხმის დრონი. 2 400-ზე მეტი რაკეტა და 9 200 დრონი კი შეჩერებული იქნა“, – აღნიშნა სირსკიმ.

მისივე თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე, მტერი ყოველდღიურად საშუალოდ 45 000-მდე საბრძოლო ვაზნას ისვრის.

მანვე დასძინა, რომ მტერი არ წყვეტს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ძირითად სამრეწველო ობიექტებზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები