ნიკარაგუის ხელისუფლებამ 1500 არასამთავრობო ორგანიზაციას რეგისტრაცია გაუუქმა
ნიკარაგუის ხელისუფლებამ 1500 არასამთავრობო ორგანიზაციას რეგისტრაცია გაუუქმა,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. დახურულ ორგანიზაციებს შორის ასობით რელიგიური, უმეტესად, ქრისტიანული ჯგუფია, ასევე ჯანდაცვის, სპორტის, ქალთა და ლგბტ თემის საკითხებზე მომუშავე გაერთიანებები.
ივნისში გაერომ ნიკარაგუაში შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. ორგანიზაციის ცნობით, სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ რეპრესიების შედეგად მარტის შემდეგ, სულ მცირე, 35 ადამიანი დააკავეს.