BMW მოკლე ჩართვის საფრთხის გამო 720 000-ზე მეტ ავტომობილს გაიწვევს
კომპანია BMW 720 000-ზე მეტ ავტომობილს, წყლის ტუმბოს ელექტრო კოლექტორთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკან გაიწვევს,- ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA ) განცხადებით, ავტომობილების უკან გაწვევა შეეხება X1, X3 და X5 ზოგიერთ ავტომობილს და ასევე სხვა მოდელებსაც.
NHTSA ანგარიშის თანახმად, დაზიანებულ მანქანების წყლის ტუმბოების ჰერმეტულობის პრობლემა აქვთ და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ელექტრულ კოლექტორში სითხემ შეაღწიოს. არსებობს მოკლე ჩართვის და, იშვიათ შემთხვევებში, ხანძრის გაჩენის საფრთხეც.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ წყლის ტუმბოები და კოლექტორები შემოწმდება და საჭიროებისამებრ შეიცვლება. ასევე, მანქანებში დამონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც ტუმბოდან ჰაერის მიმღებში ნებისმიერი სითხის გაჟონვის შესაძლებლობას აღმოფხვრის.
ავტომობილის მფლობელები გაწვევის შესახებ შეტყობინებას, სავარაუდოდ, ოქტომბერში მიიღებენ. მათ დაევალებათ ავტომობილების გადაყვანა BMW-ს ავტორიზებულ სერვისცენტრში, სადაც შესაბამისი სარემონტო სამუშაოები უსასყიდლოდ ჩატარდება.