ეგვიპტის პრეზიდენტი – დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულების დროა,-  ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას.

„დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ. კონფლიქტის მთელ რეგიონში გავრცელების საშიშროების გამო, ყველა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს”,- აღნიშნა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ.

თავის მხრივ, ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტს ისრაელში მისი ბოლო ვიზიტის შედეგები გააცნო და  სიტუაციის განმუხტვისა და შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები