“ომმა და ომში საქართველოს შესაძლო ჩართვის მცდელობებმა მძიმე ხასიათი მიიღო და ეს საშიშროება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე უგულებელყოფილი” – ქადაგიშვილი
“ომმა და ომში საქართველოს შესაძლო ჩართვის მცდელობებმა კრიტიკულად მძიმე ხასიათი მიიღო და ეს საშიშროება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე უგულებელყოფილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველოში, მათ შორის, ამ მიმართულებით მყარი პოზიცია იქნება. საქართველო არასდროს ჩაერთვება ისეთ ომში, რომელიც დამანგრეველი იქნება და, საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ჩვენი სახელმწიფოს დასასრულსაც კი შეიძლება, მოასწავებდეს”, – განმარტა ქადაგიშვილმა.