პროლეტარსკის ნავთობის საცავში მესამე დღეა, ხანძარი მძვინვარებს
როსტოვის ოლქში, ნავთობის საცავში გაჩენილმა ხანძრის ზონამ, რომელსაც კვირა დილით უკრაინული თვითმფრინავები დაესხნენ თავს, ათი ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. ხანძრის ჩაქრობა სამი დღეა ვერ მოხერხდა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იუწყება.
პროლეტარსკის რაიონის ხელმძღვანელმა, ვალერი გორნიჩმა განაცხადა, რომ საცხოვრებელ უბნებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ხანძრის კვამლი საცხოვრებელი უბნის საპირისპირო მიმართულებითაა.
პროლეტარსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ევაკუაცია არ იგეგმება.
ხანძარს 500-ზე მეტი ადამიანი ებრძვის. ორშაბათის მდგომარეობით, ხანძრის ჩაქრობისას 41 მეხანძრე დაშავდა, მათგან ხუთი რეანიმაციაშია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა პროლეტარსკში, ნავთობის საცავზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული.