“ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსი წარმოადგენს დომინანტურ ვირუსს” – ივანე ჩხაიძე

“ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსი წარმოადგენს დომინანტურ ვირუსს, ანუ ის მონაცემები, რაც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევებით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ახლა კორონავირუსი ფიქსირდება”, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.

“უფრო მეტად, მისი გავრცელების ალბათობა ზამთრის პერიოდშია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახლა, ივლისის ბოლოს და აგვისტოში მისი  იდენტიფიცირება, გარკვეულწილად, განსხვავებულ თავისებურებას წარმოადგენს და შესაძლებელია, განვიხილოთ, როგორც არატიპური გამოვლინება კორონავირუსისა”, – აცხადებს ჩხაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები