“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს იქნება პრინციპული არჩევანი” – გორდულაძე
“კოლექტიური “ნაცმოძრაობის” განცხადება ჰგავს გამონათქვამს – “ქურდს ქუდი ეწვისო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“რა არის თავდასხმა? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და ამით უნდა ვიაროთ ევროპისკენ – ეს არის “ნაციონალური მოძრაობისთვის” თავდასხმა. თუ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვას “ნაცმოძრაობა” მათზე თავდასხმად აღიქვამს, რა თქმა უნდა, სჯეროდეთ, როგორც უნდათ.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ახლა, 2024 წლის 26 ოქტომბერს იქნება პრინციპული არჩევანი და ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის”, – განმარტავს დეპუტატი.