“ჩვენი საზოგადოება დიდი გულისტკივილით ეთხოვება როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ბატონ ლევან შენგელიას” – ილია მეორე
“ჩვენი საზოგადოება დიდი გულისტკივილით ეთხოვება როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ბატონ ლევან შენგელიას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
“მისი შემოქმედება ეროვნული ჰანგებითაა გაჯერებული, მაგრამ, ამავე დროს, არის ახალი. ეს სიახლე კი იმდენად ბუნებრივია და ფესვებს შეზრდილი, რომ იქმნება ენერგიითა და სიცოცხლით სავსე დიდებული მთლიანობა.
ვწუხვართ, რომ ბატონი ლევანი ჯერ კიდევ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლევანის სახელზე ღვთის სათნო საქმეთა აღსრულების და ლოცვის ძალა”, – წერია წერილში.