თეა წულუკიანმა მუსიკოს ლევან შენგელიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო ქართველი მუსიკოსის, ლევან შენგელიას, ხსოვნას.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ლევან შენგელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მის პროექტებს შორის გამორჩეულია მუსიკალური საღამოები „ჯადოსნური ღამე“, რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა საქართველოში.
იგი ასევე ასწავლიდა ნიუ-იორკის საფორტეპიანო სასწავლებელსა (Piano School of New York City) და ანსელმოს მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში (Anselmo Academy of Music and the Arts). იყო ანსამბლ „საუნჯის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
ლევან შენგელია 49 წლის ასაკში 14 აგვისტოს გარდაიცვალა. მუსიკოსს 20 აგვისტოს მახათის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები