ნეთანიაჰუ ბლინკენთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან იყო დადებითი და კარგი სულისკვეთებით წარიმართა.
“პრეზიდენტი ბაიდენის მითითებით, მე ვარ აქ, როგორც ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რომ ეს შეთანხმება საბოლოო დასასრულამდე მივიყვანო. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია, პროვოკაცია, ქმედებები, რომლებიც რაიმე სახით დაგვაშორებს ამ შეთანხმების დასრულებას”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.
როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრის დროს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, მან ერთგულება გამოხატა ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებული „ჰამასთან“ სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ტყვეების გათავისუფლების გეგმის მიმართ.
ცნობისთვის, ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს. ისრაელიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში გაემგზავრება.