ჩინეთის საგარეო უწყება: დემოკრატიის საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციისა და დივერსიისთვის, რითაც უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი

“დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის, რითაც უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა”, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

როგორც უწყება აცხადებს, ასეთ არაპოპულარულ და ამაზრზენ ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ გმობს.

“მსოფლიოს სურს მრავალპოლარულობა და საჭიროა უფრო მეტი დემოკრატია საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს განვითარების გზა, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ რეალობას და მისი ხალხის საჭიროებებს. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვა ქვეყნებს ლექციები უტაროს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მით უმეტეს, გამოიყენოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვის, მათ საშინაო საქმეებში ჩარევისა და იდეოლოგიური დაპირისპირებისთვის. კაცობრიობის საერთო ფასეულობების – მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უნდა ჩაერთონ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე აზრთა გაცვლასა და დიალოგში და ერთად იმუშაონ კაცობრიობის წინსვლისთვის”, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები