ზელენსკი: რუსები კურსკის ოლქში რეზერვებსა და ლოგისტიკას კარგავენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმია კურსკის ოლქში ზარალს განიცდის, რაც „ძალიან სასარგებლოა“ უკრაინის თავდაცვისთვის.
მისი თქმით, რუსები კურსკის ოლქში რეზერვებსა და ლოგისტიკას კარგავენ.
„მთავარსარდლისგან უკვე მივიღე რამდენიმე ცნობა ფრონტზე არსებული ვითარებისა და კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაციის შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპანტი ზარალს განიცდის და ეს არის სასარგებლო, ძალიან სასარგებლო ჩვენი თავდაცვისთვის. ეს ეხება რუსული არმიის ლოგისტიკის განადგურებას და მათი რეზერვების დახარჯვას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავამარცხოთ რუსეთის ყველა პოზიცია და ამას ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს სიზუსტისთვის, სიმტკიცისა და გამძლეობისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.