„ომი ბრუნდება სახლში“ – ლატვიის თავდაცვის მინისტრი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე

ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი „გარკვეული ზომით სახლში დაბრუნდა“.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლატვიელი მინისტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას კურსკის ოლქში, აბსოლუტურად ლეგიტიმურ ქმედებად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი აზრით, ეს უკრაინის თავისუფლებასა და მთლიანობას ემსახურება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე აბსოლუტური დარტყმის უფლება აქვს.

„ადრე თუ გვიან, მოკავშირეების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში“, – დასძინა სპრუდსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები