ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს 18-19 აგვისტოს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა,- ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

“მოლაპარაკებების დროს განიხილება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა სახის დოკუმენტების ხელმოწერა”,- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წელს იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები