ღამით, რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

15 აგვისტოს, რუსების მიერ განხორციელებულ დაბომბვასა და ავიადარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა,- ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა “ტელეგრამზე” განაცხადა.

“ხარკოვის ოლქის პრიკოლოტნიში თავდასხმის დროს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ორი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ბავშვიც არის”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, კულტურის ცენტრი, მაღაზიები, 30 კერძო სახლი, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა და კერძო საწარმო.

გარდა ამისა, როგორც სინეგუბოვი აცხადებს, რუსებმა კოზაჩა ლოპანი, ტიმოფიივკა და ოდნორობივკა დაბომბეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები